როდიდან დათბება და გამოიდარებს საქართველოში - განახლებული პროგნოზი
1776158604
საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, გაიმართება შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანიკის ხელმძღვანელ პირებთან.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვისაუბრებთ მიმდინარე თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მსოფლიო ბანკთან საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე პროგრამებზე, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, რომელსაც აქვს საკმაოდ ამბიციური მიზნები. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ისე მსოფლიო ბანკთან. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან, სადაც მათ გავაცნობთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და სამომავლო პროგნოზებს. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით. მათ აქვთ საკმაოდ დიდი დაინტერესება, რაც გამოჩნდა უახლოესი ევრობონდების გამოშვებისას. ასევე დიდია დაინტერესება ჩვენი ადგილობრივი ფასიანის ქაღალდების მიმართ,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან, სადაც განიხილება საქართველოს საკრედიტო რეიტინგები და მათი შემდგომი პერსპექტივები.