სოციალური სიდუხჭირის და გაზრდილი ფასების გამო, საქართველოში უკვე არსებობენ ოჯახები, რომელთათვის სააღდგომოთაც კი, კვერცხის შეძენა პრობლემად იქცა - ტატა ხვედელიანი

ტატა ხვედელიანი

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.

მთავარი აქცენტი გაკეთდა ქვეყნის ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკაზე, უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებზე, შიდა პროცესებსა და სხვადასხვა კანონპროექტზე. დარბაზში ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის ისმოდა ურთიერთბრალდებებიც.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა ფასების შემსწავლელ კომისიაზე ისაუბრა და მას "ტრაგიკომედიური კომისია" უწოდა.

"სოციალური სიდუხჭირის და გაზრდილი ფასების გამო, საქართველოში უკვე არსებობენ ოჯახები, რომელთათვის სააღდგომოთაც კი, კვერცხის შეძენა პრობლემად იქცა. აღარაფერს ვამბობ სხვა პროდუქტებზე. ტრაგიკომედიურ ფასების შემსწავლელ კომისიაზე, თქვენმა ერთ-ერთმა წევრმა, ამ კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ოფიციალურად მილიონერია, განაცხადა, რომ ფასები შეიძლება ვერ შეამცირონ, მაგრამ ძალიან კარგად იცით, როგორ გაზარდოთ ეკონომიკა თვიდან თვემდე რამდენიმე პროცენტით. უკაცრავად, ვისთვის ზრდით ამ ეკონომიკას? თქვენივე სააღდგომო სუფრებისთვის? სად ხედავს სარგებელს საქართველოს მოქალაქე თქვენი გაზრდილი ეკონომიკიდან?", - განაცხადა ხვედელიანმა.