ჩვენი მიზანია ბევრი ევროპელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში - მარია ანუნტა დე მარი

ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მონაწილეობდა.

გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს ფრანგული ტურისტული სააგენტოს La Creative Boutique France-ის წარმომადგენელი მარია ანუნტა დე მარი.

„საქართველოში პირველად ორი წლის წინ ვიყავი და ძალიან მომეწონა. ჩვენი კომპანია მუშაობს როგორც ევროპის ქვეყნების, ასევე საქართველოს მიმართულებაზე. ამ ზაფხულს ჩვენ საქართველოში ჩამოვიყვანეთ მოგზაურები.

ჩვენი კლიენტები ეძებენ ახალ, არასტანდარტულ მიმართულებებს და ჩვენ მათ საქართველოს ვთავაზობთ, ვუწყობთ სპეციალურ ტურებს. ისინი კმაყოფილები არიან. ჩვენი მიზანია ბევრი ევროპელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში.“

IBTM World 2025-ზე  150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი, გამოფენის სტუმრების რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა.