კიბოს 4 ადრეული სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1794253344
ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიამ, „ყაზტრანსოილმა“ და ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, „შევრონმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრა ასტანაში გაიმართა.
მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ „ყაზტრანსოილის“ გენერალური დირექტორი არმან კასენოვი და „შევრონ ევრაზიის“ კომერციული მიმართულების გენერალური მენეჯერი ჰაფიზ ნასარი.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „თენგიზშევროილის“ მიერ მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება იყო როგორც ყაზახეთის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემით, ისე ბათუმის ნავთობტერმინალის ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს არსებული თანამშრომლობა და მისი გაფართოების პერსპექტივები.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 18 მილიონ 857 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა.
ამავე პერიოდში „ყაზტრანსოილმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით ნავთობის გადაზიდვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24 პროცენტით, მილიონ 164 ათას ტონამდე გაზარდა.
მედიის ცნობით, ყაზახეთი გეგმავს, 2027 წლისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ექსპორტი წლიურად მილიონ 700 ათას ტონამდე გაზარდოს.