გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
სოციალურ ქსელში გავრცელდა საცხოვრებელი სახლის კადრები, რომელიც სიონის ტაძართან მდებარეობს და ავარიულია. ვიდეოს მოქალაქე თათა ავალიშვილი აზიარებს და შესაბამის სამსახურებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად თბილისის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ ოჯახებთან მოლაპარაკებები დაწყებულია.
„გამგეობა მოსახლეობას შეხვდა და მზად არის, რომ ეს ოჯახები ქირით გაიყვანოს, ვიდრე სახლის საკითხი გადაწყდება. ოჯახებმა მოითხოვეს კანალიზაციის გაკეთება, გამგეობამ ეს მოთხოვნა მათ დაუკმაყოფილა, მაგრამ რადგან ძეგლის სტატუსი აქვს, სახლს ხელს ვერ მოკიდებენ“. - განაცხადეს თბილისის მერიაში.
ასევე დაგაინტერესებთ: ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც მერია სწავლას დაუფინანსებს - დეტალები