წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„9 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ნაძალადევი რაიონში, წერონისის ქ. N51-თან  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 აპრილს, 23:00 საათიდან 10 აპრილის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

ხერთვისის, გეგუთის, სვირის, მირზაანიის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, ზედამზის, სამღერეთის, ზაქარაიას, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ინტერნატის, ფილიას, მაღარო, ენისელი, თიგიშვილის, ლეჩხუმის ორბეთისა და ლამისყანის ქუჩებს, და ხუდადოვის N66-182(ლუწები) და N85-195(კენტები)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.