წყალი მთელი დღით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

წყალი შეწყდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.

ჯივიპის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტში კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განახლდა 8 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 2.4 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 18 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 18 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, ხვალ, 29 ოქტომბერს დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში განახორციელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 29 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან 30 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ვარკეთილის 3 , I, II, III, IV მიკრორაიონებს, იოთამ ზედგენიძის, ნაზი შამანაურის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და სუხიშვილის ქუჩებს, ჯავახეთის ქუჩა N76, N76ა, N89, N91, N93, ი.კახნიაშვილის ქუჩა N2-12 (ლუწ ნომრებს).

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge