გორში, სროლის დროს, შვილთან ერთად დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
1745833359
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს.
,,8 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, ბოხუას ქ. N1-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 თებერვალს 23:00 საათიდან 9 თებერვლის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
ბოხუას, ბელიაშვილის N145-169 (კენტებს), ბელიაშვილის N110 ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.