წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„13 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, შირაქის ქუჩაზე სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 13 მარტს 17:00 საათიდან 14 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

შირაქის, კოშკოვანის, ძევერის, გარე კახეთის, ცუცხვათის, შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის N9, 11, 13, მამისაშვილის (კახეთის შესახვევი), ნავთლუღის ქუჩას, ჭრელაშვილის ქუჩებს და ქეთევან წამებულის გამზ. N84-92 (ლუწებს).

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.