წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„ხვალ, 24 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში, სოფ.ფონიჭალა, იეთიმ გურჯის ქ. N2-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 აპრილს 10:00 საათიდან 24 აპრილის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისი რაიონში:

სოფ ფონიჭალაში: იეთიმ გურჯის, ჭავჭავაძის, აჭარის, ცურტაველის, თავისუფლების, გამსახურდიას და მტკვრის ქუჩებს ჩიხებით, მირზა ფათალის, იმერეთის, გურამიშვილის, ქელასურის, ფსოუს, ბზიფის და ბედიას ქუჩებს.

ხვალ, 24 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დიდუბის რაიონში, ქურდიანის ქ. N6-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 აპრილს 11:00 საათიდან 25 აპრილის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში:

წერეთლის გამზირი N 6, 8, 10, 12, 12ა, ქურდიანის, ბათუმის N25, ფოთის N38, იამანიძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.