თბილისი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილად დასახელდა - UNiDAYS-ის კვლევა

თბილისი

თბილისი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილად დასახელდა, მსოფლიოს უდიდესი სტუდენტური ქსელის, UNiDAYS-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი ყველაზე მიმზიდველი ლოკაციაა, სადაც სტუდენტები 2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ.

სტუდენტების მოგზაურობის ინდექსი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: განთავსების ფასები, ტურისტული ატრაქციები, ჯგუფური აქტივობები, უსაფრთხოების რეიტინგი, კვების საშუალო ღირებულება და სხვა.