1740372372
საბურთალოს რაიონში, რამდენიმე მისამართზე წყლისა და წყალარინების ქსელი განახლდება

საბურთალოს რაიონში, ნასიძის ქ. N 11-სა და N 17ა-ში, ასევე, ყაზბეგის გამზირის N 31 ა-ში წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ნოზაძის ქ. N2-ში კი წლის სისტემა იცვლება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემა 240 ოჯახს მოუგვარდება.
პროექტები საბურთალოს გამგეობის 100%-იანი დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 216 454 ლარია. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის წესის" მიხედვით, წყალარინების ქსელის განახლების ღირებულების 5 % ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და შემდგომ მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.