პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩის ნაწილზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 4 140 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ამ დროისთვის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, ახლით შეიცვალა 900 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდა.
საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„აღნიშნულ ქუჩაზე მძიმე მდგომარეობა იყო. ცუდ მდგომარეობაში იყო კომუნიკაციები. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამის შემდეგ დავიწყეთ საგზაო სამუშაოები, რომელიც უკვე სრულდება და როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება კომფორტული იქნება“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.
საგზაო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარია გამოყოფილი.