1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. სამუშაოების ფარგლებში კი, 2 626 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.
„სოფელ დიღმის ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, ჯავახიშვილის ქუჩაზე დავიწყეთ სამუშაოები, სადაც რთული მდგომარეობა იყო. ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოებს კომპანია „L&L ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო.