პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ ორბელიანის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„ორბელიანის მოედანი ნამდვილი საშემოდგომო ზღაპარია. აქ მოსულ ადამიანებს, მშრალი ხიდის მხრიდან, შეეგებებათ „გარდენია შევარდნაძე“ მთელი თავისი სიდიადით. ასევე, დახვდებათ ღია კინოთეატრი და ქართული ანიმაცია. გიგანტური ქვევრისა და ფიროსმანის „გოგონას“ ინსტალაციები; „ორბელიანის ნუგბარი“, „ლაღიძის წყლები“, „ყველიერი“, ეს ყველაფერი აერთიანებს გასტროსივრცეს“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
მისივე თქმით, ადგილზე მოწყობილია ათეულობით მეწარმეთა ნაკეთობების გამოფენა, ასევე, სამი სცენა, სადაც საბავშვო კონცერტები და ქართველი არტისტების პერფორმანსები შესრულდება.
დღეს და ხვალ სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება. თბილისის მერია დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს.