გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
2023 წლის 20 მარტიდან თბილისის მუნიციპალიტეტი არსებული სისტემით ტაქსებზე A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განმარტებით, ამ ეტაპზე სალიცენზიო მოსაკრებელი 100 ლარია, რომელიც რჩება უცვლელი. თავად ლიცენზიის გაცემა კი ხდება უფასოდ, თუმცა ბუნებრივია, როცა ახალი მოთამაშე შემოვა ბაზარზე, მას დამატებით თანხის გადახდა მოუწევს ლიცენზიის სანაცვლოდ
„პირველ რიგში, რაც იცვლება და რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, არის ის, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც მოქალაქეებს ემსახურებიან, ეს სერვისი გახდება დამატებით ფასიანი ქაღალდი, რომელიც შეეძლებათ გამოიყენონ როგორც აქტივი. მუნიციპალიტეტმა ამით თქვა, რომ ის დამატებით ლიცენზიას აღარ გასცემს და
თუ მოთხოვნა გაიზრდება ტაქსის სერვისსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, ეს პირდაპირ აისახება ლიცენზიის ღირებულებაზე.
ამ ეტაპზე სალიცენზიო მოსაკრებელი 100 ლარია, რომელიც რჩება უცვლელი. თავად ლიცენზიის გაცემა კი ხდება უფასოდ, თუმცა ბუნებრივია, როცა ახალი მოთამაშე შემოვა ბაზარზე, მას დამატებით თანხის გადახდა მოუწევს ლიცენზიის სანაცვლოდ. ჩვენ არც უფასოდ და არც არანაირი ფორმით არ გავცემთ და ბაზარი ლიცენზიის რა ფასსაც დაადგენს, იმ ფასად მოუწევთ ლიცენზიის შეძენა. იმიტომ რომ არ მოხდეს ბაზარზე უმოქმედო და ,,დაძინებული" ლიცენზიების გაჩენა, დღეს ვინც აიღებს ლიცენზიას, თუ ის არ იქნება თეთრ ავტომობილზე მიბმული, მოუწევს 100-ის ნაცვლად 1 000 ლარის გადახდა, რათა არ მოხდეს ბაზარზე ჭარბი ლიცენზიების გაჩენა. ერთ წლის შემდეგ კი, თუ არ მოხდება ლიცენზიის თეთრ ავტომობილზე მიბმა, ის გაუქმდება", - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა ,,საქმეში".