„სინკარი დაეცა...“ - თერჯოლაში მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა
1762681627
A-კატეგორიის ტაქსების მძღოლებს BUS LINE-ზე მგზავრის ჩასმა-გადმოსმისთვის გაჩერება შეეძლებათ. შესაბამისი ცვლილებები დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დააანონსა.
„1-ელი აპრილიდან A-კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტობუსე ზოლში გადავიდნენ, გააჩერონ, მგზავრი აიყვანონ ან ჩამოსვან. ამ საკითხზე შსს-სთან აქტიურად ვმუშაობთ და დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, 1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ტალღა იწყება.