1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თბილისში, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში გაცემულია A კატეგორიის ტაქსის 19 348 ნებართვა, ხოლო B კატეგორიის - 7 798 ნებართვა. რეფორმის პირველ ეტაპზე კი, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 21 000 უკატეგორიო ტაქსის ნებართვა გაიცა.
ცნობისთვის, ტაქსების რეფორმის II ეტაპი 2019 წელს განხორციელდა, როდესაც ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის მანქანების შეზღუდვაზე, ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - A და B. A კატეგორიის ტაქსებზე განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი - თეთრი ფერი და მანათობელი ნიშნები, წარწერით „TAXI თბილისი“.
რაც შეეხება განსხვავებებს, A კატეგორიის ტაქსის სტანდარტული მონაცემებია:
• თეთრი ფერის
• ტექნიკური ინსპექტირების მქონე
• მარცხენასაჭიანი
• ხუთკარიანი
• ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანით მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი“.
A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს აქვთ საშუალება გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის. კერძოდ:
• ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით სარგებლობა;
• რეკლამის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსება და შემოსავლის მიღება;
• გადაეცემათ უფასოდ ავტომანქანის შეღებვის ვაუჩერი;
• გადაეცემათ მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები.
B კატეგორიის ტაქსია:
• მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსით მომსახურება შესაძლებელი იყო 2021 წლის პირველ იანვრამდე.
• არ მოეთხოვება ავტომობილის თეთრი ფერის სტანდარტი.
• ტაქსი, რომელიც კლიენტებს ემსახურება მხოლოდ აპლიკაციის სერვისის მეშვეობით.
B კატეგორიის მქონე მძღოლებს არ აქვთ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება, კერძოდ:
• ვერ სარგებლობენ ტაქსის გასაჩერებელი საპარკინგე ადგილებით.
• არ აქვთ უფლება განათავსოს ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი".
• საკრებულოს დადგენილების თანახმად, არ დაუშვას მგზავრის ქუჩიდან აყვანა.
• უზრუნველყოს მხოლოდ იმ მგზავრის აყვანა, რომლის მომსახურების მიზნით მივიდა გამოძახების ადგილზე.
შეგახსენებთ, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაცია თბილისის მერმა და მისმა მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ წარადგინეს.