ნახეთ ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - „თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს

შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 21 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, ვასო გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, გიორგი გეგეჭკორის, პეტრე ქავთარაძის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მმოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.