„ბავშვი საწოლის ფეხით იყო ნაცემი...“ - სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ბებიას, რომელმაც 3 წლის შვილიშვილი მოკლა (უცხოეთი)

პოლიციის ლენტი

აშშ-ში, ბებიას 3 წლის შვილიშვილის მოკვლისა და ნაგვის ურნაში დატოვების გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

63 წლის ბეკი ვრელენდს ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობაში.

შემთხვევა 2022 წელის 21 ივნისს მოხდა. პოლიციაში ბავშვის ბაბუამ დარეკა და განაცხადა, რომ ნაგვის ურნაში, სავარაუდოდ, მისი შვილიშვილი აღმოაჩინა. 

ბაბუამ თქვა, რომ მან რაილი ნაგვის ურნაში რამდენიმე დღის წინ იპოვა, თუმცა არაფრის თქმა არ სურდა, რადგან ოჯახი ზეიმობდა მისი შვილის ციხიდან გათავისუფლებას.

ვრილენდმა (ბებიამ) მის ყოფილ ქმარს უთხრა, რომ შაბათ-კვირას მოხდა „ავარია" და ბავშვი „დიდ მწვანე ნაგავსაყრელში ჩავარდა“.

ქალმა მას ურჩია, რომ ბავშვის მამისთვის ცოტა ხანს არაფერი ეთქვათ, რადგან ის ციხიდან გათავისუფლებას ზეიმობდა. 

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ქალმა შვილიშვილი საწოლის ფეხის გამოყენებით სცემა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გამომძიებლებმა საძინებელსა და აბაზანაში სისხლის ნარჩენებიც იპოვეს. სამედიცინო ექსპერტის თქმით, ბავშვის თავის ქალაზე სამი ცალკეული მოტეხილობა აღმოაჩინეს.

ბრალდებულის ადვოკატს საქმესთან დაკავშირებით ზედმეტი კომენტარი  ჯერჯერობით არ გაუკეთებია.