თბილისის N28-ე საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732650338
მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე, წერს, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა.
„ბევრი ჭორის თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო. ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს, თუმცა დიდი მადლიერებით და სრულიად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრებად სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები.
მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, გაბედნიერებისთვის!
ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ სამწუხაროდ აღარ გამოგვივა“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.
ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ალექსანდრამ ვიდეო დადო სადაც ხინკალს მიირთმევს და წერს:
"აი უხინკლოდ ნამდვილად ვერ გავძლებ, როცა მიჭირს, სულ მივირთმევ", - წერს მოდელი.