ხვალ შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, შალვა ნუცუბიძის, ზაქარიაძის, დელისის, ონიაშვილის, მიხეილ ასათიანის, ფერდინანდ თავაძის, ზემო დელისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.