„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
კიდევ ერთხელ მივმართავ იმ მძღოლებს, რომლებიც დღეს ახორციელებენ A კატეგორიის სერვისს, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი ნებართვა, 20 მარტამდე მიმართეთ ჩვენს უწყებას და აიღეთ ეს ლიცენზიები, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი აპრილიდან ვერ მიიღებთ სამუდამო ნებართვას და ვერ გააგრძელებთ თქვენს საქმიანობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პარალელურად მზადდება ჯარიმების გაზრდას იმაზე, რომ მძღოლები, ვინც უნებართვოდ გააგრძელებენ საქმიანობას, დაჯარიმდებიან.
„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ტაქსების რეფორმაზე, განსახორციელებელ ცვლილებებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე. 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად და საბოლოოდ დარიგდება უვადო ნებართვები, რომელიც გაყიდვას, ყიდვას იჯარით გაცემას, თავად შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვებს აღარ გასცემს. ეს იქნება მათ სამუდამო საკუთრებაში, თუ ისინი ერთ დღეს გადაწყვეტენ, რომ ეს აღნიშნული ნებართვა გაყიდონ, ექნებათ ამის შესაძლებლობა შესაბამის პლატფორმაზე, სადაც განათავსებენ და იქვე შეძლებენ ამის თუნდაც გაიჯარებას, თუნდაც გაყიდვას. ვინაიდან ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე აუცილებლად უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები პირველი აპრილიდან ვეღარ შეძლებენ იმ ნებართვების აღებას, რომლებიც სამუდამო საკუთრებაში გადადის. ამიტომ ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, მერე არ დაიწყონ, რომ არ ვიცოდი, არ გვქონდა ინფორმაცია, ყველანაირ შესაძლებლობას ვიყენებთ, გვაქვს დაბეჭდილი შესაბამისი ბუკლეტები, ურიგდებათ ტაქსის მძღოლებს, ყველა მთავრობის სხდომას ვიყენებ, რათა მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ შემდეგ არ აღმოჩნდეთ გაუგებრობაში.
კიდევ ერთხელ მივმართავ იმ მძღოლებს, რომლებიც დღეს ახორციელებენ A კატეგორიის სერვისს, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი ნებართვა, 20 მარტამდე მიმართეთ ჩვენს უწყებას და აიღეთ ეს ლიცენზიები, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი აპრილიდან ვერ მიიღებთ სამუდამო ნებართვას და ვერ გააგრძელებთ თქვენ საქმიანობას. პარალელურად ჩვენ ასევე ვამზადებთ ჯარიმების გაზრდას იმაზე, რომ მძღოლები, ვინც უნებართვოდ გააგრძელებს საქმიანობას, დაჯარიმდება. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.