ინდოეთის აეროპორტში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც 16 გველი გადაჰყავდა
1751297367
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში არსებული ციციშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.
საუბარია, დაახლოებით, 2 ჰექტარ ფართობზე, სადაც რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პარკში დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, საპარკე ინვენტარი, შეიცვლება გარეგანათება, მოოეწყობა ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ცხოველების სასეირნო სივრცე და სკეიტპარკი.
პარკში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება ასობით ნერგი. სამუშაოები ღირებულება დაახლოებით 5 მლნ ლარია და ის 2023 წლის ბოლოს დასრულდება.