დღეს წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი ბოთლში

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს:

,,1 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვ.ლობჟანიძის ქ. N24-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 1 სექტემბერს 12:00 საათიდან 1 სექტემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

უშანგი სოფრომაძის ქუჩას; ლობჟანიძის ქუჩას (ყოფილი საექიმოს); ნავთლუღის N24კ; ქეთევან დედოფლის გამზ. N67 N67ა N69 კორპ. და დოდაშვილის N20ა კორპუსებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.