VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, პირველ სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, მეველეს, აწყურის, დოესის, კასპის, წინანდლის, კობარეთის და ბესიკ გეთიას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, კიევის და მაზნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულიას, გიორგი გურამიშვილის, გორგასლის, შოთა ნიშნიანიძის, აფხაზის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.