1772995280
„თავს კარგად ვგრძნობ და თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ“ - ჩაკვეტაძე
„უოტფორდის“ ქართველმა შემტევმა, გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისური კლუბის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა და თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
რას ამბობს ჩაკვეტაძე:
„თავს კარგად ვგრძნობ. თამაშიდან თამაშამდე ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც უფრო ვუმატებ. რამდენიმე დღე დავისვენეთ, რაც ძალების აღსადგენად მნიშვნელოვანი იყო. სამშაბათის მატჩისთვის მზად ვიქნებით. პოზიტიურად ვართ განწყობილნი — ბოლო სამი შეხვედრიდან ორი მოვიგეთ, ამიტომ გუნდში კარგი განწყობაა. წინ 11 ფინალი გვაქვს დარჩენილი, რათა მაქსიმალური ქულები დავაგროვოთ. მჯერა, რომ ამას შევძლებთ, მაგრამ ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს...“











