სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
მმართველი გუნდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულ გამოძიებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ უსაფუძვლო ბრალდებები, რომელთა შორის არის საქართველოში ირანის გავლენის გაფართოება, ქვეყნის რეპუტაციის შელახვასა და არასტაბილურობის შექმნას ემსახურება.
"ზოგადად, საქართველოს მიმართ ასეთი შეტევა, დივერსია, არის სწორედ ის, რაც ექვემდებარება კონკრეტულ გეგმას, ამოცანას, დაფინანსებულია და პოლიტიკურად მხარდაჭერილია. რასაკვირველია, გამოძიების დროს მათ უარყვეს, თითქოსდა ეს მათი პირადი აზრია, ან მოსაზრება, რომელიც ამოიკითხეს სადღაც, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ წარმოადგენს არანაირ სიმართლეს, სიმართლის მარცვალიც არ არის ამაში. სწორედ ის მავნებლობაა, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში," - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, მტკიცებულებების გარეშე გაჟღერებული ინფორმაცია ქვეყნის მტრობაა, რაზეც ყველამ შესაბამისი პასუხი უნდა აგოს.
"ჩვენმა ქვეყანამ მათ პასუხი პასუხი ადეკვატურად უნდა გასცეს, იმ საგამოძიებო უწყებებმა, რომლებმა დღეს დაიბარეს, სწორედ ეს ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს არ შეწყდება. მათი მხრიდან იქნება თუ არა ასეთი რადიკალური ნაბიჯები გადადგმული, სახელმწიფომ უნდა შესაბამისად იმოქმედოს მათ წინააღმდეგ," - განაცხადაპარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.