სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, ვახტანგ კაპანაძე გამოკითხეს

გამოკითზვა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა, უწყებაში გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სუსიდან გამოსულმა ყოფილმა გენერალ-მაიორმა განაცხადა, რომ გამოძიებას ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა, ხოლო „ქრონიკის“ კითხვაზე, თუ რა ტიპის ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

კაპანაძესთან კითხვები გამოძიებას საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდა - მწვავე კონფლიქტის ფონზე, მან პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ირანის ადგილას ის დაარტყამდა საქართველოს, რადგან თუკი ირანის ინტერესია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე დარტყმა, აქ ყველაზე დაუცველი ნაწილი საქართველოა.

„კითხვები დაკავშირებული იყო ჩემ გამოსვლასთან. როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ზოგადად არსებულ ვითარებაზე“, - აღნიშნა კაპანაძემ.