მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად, „ალ-იტიჰადის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა Le Parisien-თან ინტერვიუში „პარი სენ-ჟერმენისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ საპასუხო მატჩზე ისაუბრა და გუნდების შემტევები, ხვიჩა კვარაცხელია და მაიკლ ოლისე შეაქო.
რას ამბობს ბლანი:
„პირველი შეხვედრის ყურებით ყველამ ისიამოვნა. ჩემი აზრით, ერთმანეთს ევროპის ორი საუკეთესო კლუბი დაუპირისპირდა. ვიხილეთ 9 გოლი, მაღალი ინტენსივობა და წარმოუდგენელი ეპიზოდები. საქმე გვქონდა ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებიც ინდივიდუალურად, ერთ-ერთზე თამაშისას ძალიან ძლიერები არიან და უყვართ სიტუაციის გამწვავება...“