წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1741806298
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები პარიზულმა გუნდმა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც უფრო ძლიერი ლუის ენრიკეს გუნდი აღმოჩნდა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დრო სრულად ითამაშა. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი პირველ დამატებით ტაიმში შეცვალა. შედეგად, ხვიჩას პენალტების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი შემტევის თამაში ფრანგული მედიის გარდა იტალიურმა პრესამაც შეაფასა.
რას წერენ იტალიური სააგენტოები:
Eurosport.it – 7 ქულა: პირველ თამაშში ძალიან კარგი იყო, საპასუხო მატჩში კი დამაჯერებლად ითამაშა. უპირველეს ყოვლისა, ის თავგანწირვის და ბრძოლის სულისთვის უნდა შევაქოთ, რომელიც მოედანზე აჩვენა. ის წითლებს ყველგან დასდევდა და ერთ ეპიზოდში სალაჰის დარტყმაც დაბლოკა, რითაც...