„მისთვის ენჯეოების იქით საქართველო არ არსებობდა, როგორც, სამწუხაროდ, დღემდე მოქმედი ზოგიერთი ელჩისთვის“ - შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ყოფილ ელჩზე

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში სახალხო დამცველის არჩევის პროცესზე და ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილ ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის იმდროინდელი ელჩი სახალხო დამცველის პოზიციაზე დასახელებული 7 კანდიდატიდან მხოლოდ იმ 3 კანდიდატს აღიარებდა, რომლებიც ენჯეოებმა დაასახელეს, რადგან მისთვის ენჯეოების იქით საქართველო არ არსებობდა.

„სახალხო დამცველის არჩევას ბლოკავდნენ, ჩვენ ოპოზიციას ვუთხარით - მოილაპარაკეთ, 7 კანდიდატი დაასახელეთ და იმ შვიდიდან ჩვენ ერთს ავარჩევთ და ეს 7 კანდიდატიც ვერ დაასახელეს, რომ ჩვენ შივიდან ერთი აგვერჩია. იმდენად ვიწრო დავალებებით იყვნენ, რომ კონკრეტული ვიღაც უნდა გაეყვანათ. სახალხო დამცველი არცევის დროს იყო აშშ-ის ყოფილი ელჩი ჩემთან კაბინეტში და მითხრა 3 კანდიდატი ხომ გყავთო, რაც გამიკვირდა, რადგან სინამდვილეში 7 კანდიდატი იყო. აქედან 3 არასამთავრობოებს ჰყავდათ დასახელებული. მისთვის ენჯეოების იქით საქართველო არ არსებობდა, როგორც სამწუხაროდ დღემდე მოქმედი ზოგიერთი ელჩისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.