იტალიაში 5 ბოთლი შამპანურის ქურდობისთვის 34 წლის ქართველი დააკავეს
1741979800
CrystalSport-ის ცნობით, „შალკე’’ 17 წლის ქართველი ტალანტის, ნიკოლოზ ჩიქოვანის გადაბირებით დაინტერესდა.
შესაძლოა, ლევან კობიაშვილისა და ლევან ყენიას შემდეგ ჩიქოვანი „შალკეს’’ ისტორიაში რიგით მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდეს.
გერმანული კლუბის მიწვევით ჩიქოვანი მამასთან და მის მენეჯერ ირაკლი ლილუაშვილთან ერთად გელზენკირხენში იმყოფება. შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა, გერმანული კლუბი ფეხბურთელის მხარეს კლუბის სტატეგიას აცნობს. ასევე, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავენ.