2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1738438345
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეინ რაუნდის მესამე მატჩში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა.
მე-6 წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა ბულგარელთა მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მე-10 წუთზე ირაკლი თოდუას პასის შემდეგ გიორგი ჩიმაკაძემ „ჯვაროსნების“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მე-14 წუთზე ნიკოლოზ კურტანიძის პასის შემდეგ ჯვარაშვილმა დუბლი გაიფორმა, ერთ წუთში კი ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ლამაზად გათამაშებული კომბინაცია დაასრულა და ბულგარელთა კარში მეოთხე გოლი გაიტანა - ასისტი ვახტანგ კეკელიამ მიითვალა.
მეორე ტაიმში უპირატესობას ისევ ავთანდილ ასათიანის გუნდი ფლობდა, თუმცა გოლები მხოლოდ მატჩის მიწურულს გავიდა: 39-ე წუთზე ვახტანგ კეკელიას პასის შემდეგ ნიკა ხარატიშვილმა გამოიჩინა თავი, მე-40 წუთზე კი მეკარის გოლიც ვიხილეთ - ბექა ტყემალაძემ შორეული დარტყმით ბულგარეთის ნაკრებს მეექვსე გოლიც გაუტანა.
2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1738438345