კაცი, რომელიც ,,გალერია თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა
1738440049
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინაში წლის ბოლომდე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ამის შესახებ კელოგმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
კელოგის თქმით, უკრაინაში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რაც უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია საომარი მდგომარეობის დროს.
„დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობა ომის დროს არჩევნებს ატარებს. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათაც ასე იმოქმედონ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის სილამაზე, როცა შენ ერთ ადამიანზე მეტი [პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატი] გყავს". - თქვა კელოგმა.
Reuters-ის ცნობით, არჩევნების ჩატარების საკითხი ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ტრამპის გარემოცვა უკრაინაში ომის დასრულების გეგმის კონტექსტში განიხილავს.
Reuters-ის ორი წყარო ამბობს, რომ კელოგმა და თეთრი სახლის სხვა ოფიციალურმა პირებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს „როგორ აიძულონ უკრაინა დაეთანხმოს არჩევნებს, როგორც რუსეთთან თავდაპირველი ზავის ნაწილს“.
ასევე Reuters-ი წერს, რომ ტრამპის ოფიციალური პირები ასევე განიხილავენ, მოითხოვონ თუ არა ის, რომ ბრძოლის ველზე „ცეცხლის შეწყვეტა“ წინ უსწრებდეს „ხანგრძლივ შეთანხმებას“, იტყობინება
უკრაინის მთავრობის ორი წყაროს თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ ოფიციალურად არ მოუთხოვია უკრაინისთვის 2025 წლის ბოლომდე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.