ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოჯანმრთელების გზაზეა და უკვე დავალებებს გასცემს

ჟირინოვსკი


კურგანის ЛДПР-ის ლიდერმა, იარუშინმა თქვა, რომ ჟირინოვსკი გამოჯანმრთელებისკენ მიდის


ЛДПР-ის თავმჯდომარე, ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოჯანმრთელებისკენ მიდის, ამჟამად მუშაობს დოკუმენტებზე და თანაშემწეების მეშვეობით გადასცემს დავალებებს პარტიის აქტივისტებსა და დეპუტატებს. ამის შესახებ ЛДПР კურგანის რეგიონალური ფილიალის ლიდერმა, იური იარუშინმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის წევრები მხარს უჭერენ პოლიტიკოსს, რომლისთვისაც იოლი არ არის იზოლაციაში ყოფნა. „ვიდეოკონფერენცია გვქონდა მოსკოვთან. ეს საკითხი განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს ზოგიერთი აქტივისტის შესახებ, რომლებიც ლაფს ასხამენ პარტიის ლიდერს. კურგანში ასეთი ფაქტები არ ყოფილა“, - თქვა იარუშინმა.

მანამდე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პრესსამსახურმა უარყო ინფორმაცია, რომ ომიკრონით საავადმყოფოში შეყვანილი ჟირინოვსკი მის თანამოაზრეებს, ახლო ნათესავებსა და ექიმებს ვერ ცნობდა. პოლიტიკოსის თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს გაზვიადებულ ინფორმაციას, მის ჯანმრთელობაზე.

ჟირინოვსკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ომიკრონის შტამით ინფექციის გამო 9 თებერვალს შეიყვანეს. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ორი კვირის განმავლობაში მალავდა, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირდა იმის შიშით, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ზედმეტ ეჭვებს შეიტანდა ვაქცინაციის მხარდამჭერთა რიგებში.

 

წყარო: