22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1790018621
"დემოკრატიული ქვეყანა, სამართლებრივი სახელმწიფო არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი, რომელზეც შემდეგ ადამიანები ერთად ვცხოვრობთ და გვინდა, რომ ვიცხოვროთ ასეთ ქვეყანაში" - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.
არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის 23-ე მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ აკრძალულია ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.
"2024 წლის არჩევნებში ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გააკეთა მკაფიო განაცხადი, რომ ჩვენ შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში, აუცილებლად მივმართავდით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ერთხელ და სამუდამოდ მოვითხოვდით, რომ სამართლებრივად შეფასებულიყო სისტემური და სისტემატური მწამებლური რეჟიმის მოქმედება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებდა 2004-2012 წლებში და ამ პარტიის გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა საარჩევნო სიმბოლიკით, სხვადასხვა საარჩევნო ფერებით დივერსიფიცირება მოხდა და კვლავ გრძელდება კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა, რომლის მთავარი მიზანია ისევ და ისევ ქვეყნის სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წყობილების, დემოკრატიული საკითხების და საფუძვლების ფეხქვეშ გათელვა და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ისინი სამართლებრივად შეფასებულიყვნენ. რას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, რომელიც პირდაპირ სრულად თანხვედრაშია სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებთან და ასევე, ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან.
კონსტიტუციის 23-ე მუხლი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ აკრძალულია ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომლისა მიზანია, დაამხოს კონსტიტუციური წყობილება, ხელყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გააღვივოს შუღლი. რას აკეთებს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ამ ხნის განმავლობაში? არ შეიძლება ესე ერთმნიშვნელოვნად და გამიჯნულად წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს კონსტიტუციური წყობილება ცალკე აღებული საკითხია.
პრეამბულა პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გვჭირდება სამართლებრივი სახელმწიფო. დემოკრატიული ქვეყანა, სამართლებრივი სახელმწიფო არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი, რომელზეც შემდეგ ადამიანები ერთად ვცხოვრობთ და გვინდა, რომ ვიცხოვროთ ასეთ ქვეყანაში. რას აკეთებს ნაცმოძრაობა?
2004 წლიდან 2012 წლამდე ჩვენ არაერთი გარდაცვლილი ადამიანი, პირდაპირი მკვლელობები, ადამიანის უფლებებში ფეხქვეშ გათელვა, პენიტენციურ დაწესებულებებში წამების, არაადამიანური მოპყრობის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, რაც დადასტურებულია არა თუ ქართული მართლმსაჯულების მხრიდან, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან,“ - აცხადებს არჩილ გორდულაძე.