1728194938
თამარ გაბუნია: ამგვარ სიტუაციაში, სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო
ამგვარ სიტუაციაში, სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს სკოლები პანდემიის მართვისთვის მზად არიან და მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სწავლა სკოლის გარემოში გააგრძელონ.
„თუმცა, პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი რეკომენდაცია არის ისეთი, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს იმაზე, რომ ბავშვებმა, სწავლა საკლასო გარემოში გააგრძელონ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.