თამარ გაბუნია ამბობს, ქვეყანაში „ფაიზერის" ვაქცინების ახალი დოზები პირველი კვარტლის ბოლოს შემოვა

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინების ახალი დოზები პირველი კვარტლის ბოლოს შემოვა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ "ფაიზერის" ვაქცინებს ვადა 31 მარტის ჩათვლით აქვს.

„ფაიზერის" დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ. იგეგმება, რომ მოწოდება მოხდეს პირველი კვარტლის ბოლოს, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არის. მომდევნო პერიოდში ვაქცინაციის გაგრძელებისთვის იქნება მოწოდება იმგვარად, რომ უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს.

დღეს არსებული მარაგები ვალიდური არის 31 მარტის ჩათვლით. იმისათვის რომ 1-ელ აპრილს მოქალაქეს აცრის შესაძლებლობა ჰქონდეს, მოწოდება გაგრძელდება იმგვარად, რომ "ფაიზერზე" წვდომა უწყვეტად შენარჩუნდეს.

რაც შეეხება "სინოფარმის" და "სინოვაკის" მარაგებს - ეს ვაქცინები ქვეყანაში არის. ვაქცინები ეფექტურია, როგორც პირველადი ასევე, "ბუსტერ" დოზის შემთხვევაში და მათი გამოყენება, რა თქმა უნდა, მოქალაქის არჩევანის შესაბამისად რეკომენდებული და სასურველია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.