თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო, BA.2 შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე პირველი სუბვარიანტი და შედარებით მძიმე დაავადებას იწვევს

თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსის დომინანტი შტამი „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი, BA.2 ჯანმრთელობისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი წინამორბედი BA.1, სუბვარიანტი,- ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით,  ახალ იაპონურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოვლინდა, რომ „ომიკრონის“ BA.2 შტამი, პნევმონიას იწვევს და ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს.

თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორის თქმით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ქვეშტამით გამოწვეული გართულებებით არის განპირობებული.

„BA.2, ანუ „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო ვარიანტი, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და, მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. საქართველოში შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერდოზით აცრილთა რიცხვი“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.