4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1727983440
„ომიკრონმა“ შიდა გავრცელება უკვე დაიწყო - სპეციალისტები მომდევნო დღეებში დადასტურებული შემთხვევების მკვეთრ მატებას ვარაუდობენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, „ომიკრონის“ შემთხვევები საქართველოში უკვე 900-მდე გაიზარდა.მონაცემები დღის ბოლოს შეიცვალა და ქვეყანაში დაახლოებით ახალი შტამის 300 ახალი შემთხვევაა.
ეპიდემიოლოგები კვლავ ვაქცინაციის გააქტიურებისკენ და ხალხმრავალ ადგილებში ორი პირბადის გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა მომატებულია მიმართვიანობა ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია ადამიანში აღმოჩნდეს ორივე შტამი, „ომიკრონის“ და „დელტას“ ნაზავი.