1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ომიკრონით“ დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია რვა ადამიანს დასჭირდა.
„ჰოსპიტალურ სექტორში 4 000-ზე მეტი ადგილია. ჰოსპიტალური მიმართვიანობა „ომიკრონის“ ხარჯზე დიდი არ გვაქვს. ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონით“ დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა რვა ადამიანს და ხუთი უკვე კარგად არის. სამი რჩება თანმხლები დაავადებით. სერიოზული გადატვირთვაა მოსალოდნელი პირველადი ჯანდაცვის სექტორის, ანუ ოჯახის ექიმების. გაძლიერდება ონლაინ კლინიკები, რომ ყველა ადამიანმა შესაბამისი ონლაინ კონსულტაცია მიიღოს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.