1727955308
რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა - ახალი დეტალები
საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
5 იანვრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 676 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა - 360, იმერეთი - 407, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 205, გურია - 123, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
ცნობისთვის, 5 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 8.51%-ია.