გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო აღარ იქნება. უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე განმარტავს, რატომ მიიღეს „მწვანე პასპორტის“ გაუქმების გადაწყვეტილება.
„თავიდანვე გაჟღერბული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავ ატარებს. შესაბამისად აცრების რაოდენობას ამას ვერ დავუკავშირებთ. „მწვანე პასპორტის“ გაუქმება განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და ეს სისტემა ქმედითი აღარ არის“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 36 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 28.41%-ია.