დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევები უკვე აღწერილია.
„სამწუხაროდ, ეს შემთხვევები უკვე აღწერილია. საქართველოში „ომიკრონის “ პირველი შემთხვევები დეკემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდა და ამიტომ ჩვენთან „ომიკრონის“ რეინფიცირება არ აღგვიწერია, მაგრამ „ომიკრონით“ დაინფიცირება, ვისაც კორონავირუსის სხვა ვარიანტები ჰქონდა გადატანილი, საკმაოდ ხშირია.
„ომიკრონით“ რეინფიცირება სხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენზე გაცილებით ადრე დაიწყო გავრცელება, უკვე აღწერილია.
ჩვენ ხომ ვიცით, „ომიკრონის“ 2 ვარიანტი „დადის“ ძირითადად, შეიძლება პირველი ვარიანტი გადაიტანოთ და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოთ, ეს სხვა ქვეყნებში სამწუხაროდ უკვე აღწერილია.
„დელტა“ ვისაც გადატანილი აქვს, იმას „ომიკრონი“ ემართება. „დელტა“ მეორედ ესეც შესაძლებელია, მაგრამ ეს ნაკლებად ხდებოდა ხოლმე იშვიათად მაგრამ ხდებოდა ხოლმე. 100 %-იანი სამწუხაროდ არაფერი არაა მედიცინაში და ბიოლოგიაში.
მაგრამ „ომიკრონის“ გადატანის შემთხვევაში „დელტათი“ დაინფიცირება რამდენად შეიძლება დაფიქსირდა, ამაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან სამწუხაროდ ამის შესახებ კვლევები არ გამოქვეყნებულა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.