1761855398
რა შემთხვევაში დასრულდება პანდემიის მწვავე ფაზა წელს - ჯანმოს განმარტება
 
                                                                ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, თუ მოსახლეობის 70% ვაქცინირებული იქნება შესაძლოა პანდემიის მწვავე ფაზა ძელს დასრულდეს.
მისი თქმით, მწვავე ფაზის დასასრული ჩვენს ხელშია.
„გვაქვს მოლოდინი, რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელს დასრულდება. ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდება – თუ, ივნის-ივლისისთვის, მოსახლეობის 70% ვაქცინირებული იქნება. მწვავე ფაზის დასრულება ჩვენს ხელშია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას.
 
                                                     
                                                     
                                                    










