1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ომიკრონის“ ორი შემთხვევის დადასტურების გამო ჩინეთის ქალაქ ტიანძინში 14 მილიონი ადამიანის ტესტირება დაიწყო.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ქალაქ ტიანძინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოთხი ოლქის მცხოვრებლებს ტესტირება მომდევნო 24 საათის განმავლობაში ჩაუტარდებათ, ხოლო სხვა ოლქებში ტესტირება მომდევნო დღეს ჩატარდება.
ქალაქის მცხოვრებლები ე.წ. მწვანე კოდს, რომელიც მოგზაურობისთვის აუცილებელია, კორონავირუსზე ტესტის მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიიღებენ. ქალაქის ადმინისტრაცია მოსახლეობას ურჩევს, საჭიროების გარეშე ქალაქი არ დატოვონ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში, კორონავირუსის 103 619 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 636 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.