ოპტელი ბერების ლოცვა - წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება
1738702671
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ საუბრობს. კვლევა პოსტკოვიდურ პერიოდს ეხება.
ექსპერტის თქმით, კვლევის მიხედვით, რომელიც ამერიკაში ჩატარდა, პოსტკოვიდურ პერიოდში ადამიანების უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.
„კვლევამ აჩვენა, ეს უკვე არის საგანგაშო, ის, რომ კოვიდგადატანილებში ყველაზე დიდი პრობლემა არის გულ-სისხლძარღვთა დაავადება. კვლევაში ჩადებული იყო 11 მილიონი ადამიანის დოსიე 1 255 საავადმყოფოდან ამერიკის ყველა შტატიდან.
დაინახეს, რომ პოსტკოვიდის დროს ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ეს გვეუბნება იმას, რომ ჯანდაცვის სისტემები მთელ მსოფლიოში არის გადასაწყობი“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.