გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროგრამა ისევ და ისევ რჩება მთავარ პრიორიტეტად.
„ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა, ასევე აღინიშნება დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი.
ვაქცინაციის პროგრამა ამ ეტაპზე შედარებით უფრო შენელებულია, რაც შესაძლოა აიხსნას "ომიკრონის" ძალიან აქტიური გავრცელებით. ბევრი ადამიანი მიმდინარე პერიოდში დაინფიცირდა და შესაძლებელია, რომ მათ ამის გამო გადაწყვეტილება შეცვალეს ვაქცინაციის თაობაზე, თუმცა სამომავლოდ ვაქცინაციის პროგრამა ისევ და ისევ რჩება მთავარ პრიორიტეტად“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.