„კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში“ - გიორგი ფხაკაძე

giorgi fxakadze

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა“.

მისივე განმარტებით, ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში.

„როგორც მოსალოდნელი იყო კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ომიკრონი BA2.2, შეუტია ჰონკონგს. ასევე ის უკვე იქნა აღმოჩენილი ავსტრალიაში, სინგაპურში და ბრიტანეთში. ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არა სრულიად ვაქცინირებულებში (სრული ვაქცინირებული არის 3 -ჯერ ვაქცინირებული).

ასევე ეს ვარიანტი სავარაუდოდ, ადასტურებს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობაზე. სავარაუდოდ, ამ ვარიანტს ახასიათებს “დელტასნაირი” სირთულეები. კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. აიცერით, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია. ჯანმრთელობას გისურვებთ,“- წერ გიორგი ფხაკაძე.

 

ნახეთ ვიდეო